saqarTvelos mdinareebi - riceula
სათავე | ლეჩხუმის ქედი |
სიგრძე | 24 კმ |
აუზის ფართობი | 166 კმ² |
მდინარე ლეჩხუმის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე რიონის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 24 კმ, აუზის ფართობი 166 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 5,9 მ³/წმ. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები - შემოდგომაზე.